ბოსტნეულის წვნიანი ფრანგულად

მასალა: 100 გრამი სტაფილო, 100 გრამი თალგამი, 100 გრამი პრასი (თეთრი ნაწილი), 100 გრამი ხახვი, 2-3 სუფრის კოვზი გამდნარი კარაქი, 4 ჩაის ჭიქა საქონლის და ქათმის ხორცის ბულიონი, 1 თავი კომბოსტო, 50 გრამი მჟაუნა, 100 გრამი ბარდა, 100 გრამი ლობიო, 2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი მწვანილი, 60 გრამი არაჟანი ან 30 პროცენტიანი ნაღები, მარილი, პილპილი – გემოვნებით.

ბოსტნეული გავრეცხოთ და წვრილად დავჭრათ. ქვაბში მოვათავსოთ კარაქი და ყველა ინგრედიენტი მოვხრაკოთ ისე, რომ არ გამუქდეს. დავასხათ ბულიონი, ავადუღოთ, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, მწვანილი და ნელ ცეცხლზე ვხარშოთ 45 წუთი. თეფშზე დავუმატოთ ნაღები ან არაჟანი.

კომენტარი