სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„აგური“ ქათმის ხორცისგან

მასალა:

200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი

500 გრამი უმი ღორის ხორცი

1 თავი ხახვი

1 სუფრის კოვზი კარგად გარეცხილი უმი ბრინჯი

2 სუფრის კოვზი ტომატ-პიურე

½ ჭიქა წყალი

მარილი, პილპილი

მაიორანი

ქათმის და ღორის ხორცი გავატაროთ ხორცსაკეპ მანქანაში, კარგად გადავურიოთ სხვა პროდუქტებში. მასა გადავიტანოთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში (უმჯობესია ოთხკუთხედი ფორმის გამოყენება) და ვაცხოთ 30 წუთის განმავლობაში ზომიერ ტემპერატურაზე. მზა კერძი შეგვიძლია მივიტანოთ სუფრაზე ცხელი ან ცივი. სუფრაზე მიტანის წინ "აგური" მოვათავსოთ ბრტყელ ჭურჭელზე. მასთან ერთად სუფრაზე შეგვიძლია მივიტანოთ ბრინჯი და ტომატის სოუსი.

კომენტარი