ვაშლის ნამცხვარი კეფირით

მასალა:

ცომი:

კარაქი - 125 გრ

კეფირი 2,5% - 1 ს/კ

კვერცხი - 1 ცალი

შაქარი - 1 ს/კ

ვანილი - 10 გრ

ფქვილი - 2 ს/კ

სოდა - 0,5 ჩ/კ

გულსართი:

ვაშლი - 3 ცალი

შაქარი - ვაშლზე მოსაყრელად

მინანქარი:

შესქელებული რძე - 1/2 ს/კ

შავი შოკოლადი - 20 გრ

გავადნოთ კარაქი, გადავასხათ ჯამში და გავაცივოთ. მანდვე დავამატოთ შაქარი, ვანილი, კვერცხი და კეფირი და კარგად ავურიოთ. მიღებულ მასაში დავიწყოთ ფქვილის დამატება ისე რომ ძალიან სქელი არ გამოვიდეს. ჩავასხათ კარაქ წასმულ ფორმაში. დავჭრათ ვაშლი პატარა ნაჭრებად და დავაწყოთ ცომზე, დავაყაროთ შაქარი და ზემოდან დავასხათ ცომის მეორე ნაწილი. შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე და გამოვაცხოთ 40 წუთის განმავლობაში. სანამ ნამცხვარი ცხვება მოვამზადოთ მინანქარი. ჯამში ჩავასხათ შესქელებული რძე და ჩავდოთ შოკოლადი. გავაცხელოთ გაზქურაზე, სანამ არ გადნება შოკოლადი. კარგად ავურიოთ და მივიღებთ გემრიელ მინანქარს. როცა ნამცხვარი გამოცხვება, დავასხათ ზემოდან მინანქარი.

კომენტარი