სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეჭვიანობის ნიადაგზე კახეთში ქმარმა ცოლი დაჭრა

კახეთში ქმარმა ცოლი ეჭვიანობის ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ ხორნაბუჯში მოხდა.

როგორც საგამოძიებო მასალებიდან ირკვევა, მამაკაცმა მშობლებთან მყოფი მეუღლე სახლში მოტყუებით დაიბარა და ცივი იარაღით მუცილს არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი ადგილობრივ საავადმყოფოში მოათავსეს სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

დაზარალებულის მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია და იგი მკურნალობას სახლში გადის. დანაშაულში ეჭვმიტანილი მეუღლე კი დაკავებულია. მომხდარზე გამოძიებას სიღნაღის რაიონული პროკურატურა აწარმოებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადე ქმარს 7 დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100