სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნარკოდანაშაული თბილისში

სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულში ეჭვმიტანილი პირები დააკავეს. დაკავების ოპერაცია კაზინო "შანგრილას" მიმდებარე ტერიტორიაზე ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა.

დაკავებულები არიან 24 წლის ირაკლი ღ. და 28 წლის ლევან ვ. დაკავებულებს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას 205 აბი ნარკოტიკული საშუალება ექსტაზი, ხოლო პირადი ჩხრეკისას 15 აბი აღმოაჩნდათ.

სამართალდამცავებმა ბინის ჩხრეკის დროს ასევე მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით და ვაზნებით აღმოაჩინეს. ორივე დაკავებული ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დაკავებულებმა ჩადენილი დანაშაული აღიარეს. გამოძიებას თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველო აწარმოებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100