საფრანგეთში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს

საფრანგეთის ქალაქ ლიონში ქართული კრიმინალური ჯგუფის წევრები დააკავეს. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ აყვანილია კრიმინალური ჯგუფის ოთხი წევრი , რომლებმაც 2011 წლიდან გრანდლიონში 75-მდე ბინა გატეხეს.
ქართველი კრიმინალები ბინების გატეხვის დროს კუსტარულად დამზადებული გასაღებით სარგებლობდნენ.
როგორც ფრანგული მედიასაშუალებები იუწყებიან, ოთხივე დაკავებული ნარკოტიკის მომხმარებელია.
სამართალდამცველებმა მოპარული ნივთები უკვე ამოიღეს. მიმდინარეობს გამოძიება იმის დასადგენად, თუ ვის ეკუთვნის მოპარული ნივთები.

კომენტარი