საქართველოდან ნარკოტიკული საშუალების შეტანის გამო თურქეთში 9 პირი დააკავეს

საქართველოდან ნარკოტიკული საშუალების შეტანის გამო, თურქეთში 9 პირი დააკავეს. თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბულის ნარკოლოგიური სამმართველოს ჯგუფმა თურქეთში ნარკოტიკული საშუალებების შემომტან ქსელს თვალთვალი 6 თვის წინ დაუწყო.

განხორციელებული ღონისძიებების დროს გაირკვა, რომ ქსელის ლიდერებს განზრახული ჰქონდათ საქართველოდან თურქეთში სინთეტიკურ მარიხუანად წოდებული "ბონზაი" შეეტანათ და მისი რეალიზაცია მოეხდინათ.

ერთდროულად ჩატარებული რამდენიმე ოპერაციის შედეგად, ნარკოტიკის რეალიზატორებთან და ქსელის ლიდერებთან ერთად, 9 კაცი იქნა აყვანილი.

შესაბამისი პროცედურების ჩატარების შემდეგ, 2 ეჭვმიტანილი პირობითი მსჯავრით გათავისუფლდა, 7 კი დააპატიმრეს.

კომენტარი