სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შსს-მ 18 წლის გოგონას გაუპატიურებისთვის 33 წლის მამაკაცი დააკავა

შსს–ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მე–2 მთავარი სამმართველოს, აჭარის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს და ხელვაჩაურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებაში ბრალდებული, 1980 წელს დაბადებული ჯუმბერ თ. დააკავეს.

აღნიშნულმა პირმა 2013 წლის 15 მაისს ხელვაჩაურში, სამხედრო დასახლებაში ძალის გამოყენებით სექსუალური კავშირი დაამყარა 1995 წელს დაბადებულ ნინა ქ–სთან.
22 მაისს ჯუმბერ თ–ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედებისათვის (სსსკ-ს 138-ე მუხლის 1–ლი ნაწილით) და ცივი იარაღის უკანონო ტარებისათვის (სსსკ–ის 238 პრიმა მუხლით).

ჯუმბერ თ. წარსულში ნასამართლევია. ის 2005 წლიდან იხდიდა სასჯელს ყაჩაღობისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100