სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვინ გაძარცვა სანდრო გირგვლიანისა და მისი დედის საფლავები?

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-2 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ–საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ბრალდებით, 1977 წელს დაბადებული ლალი დ. და 1985 წელს დაბადებული ალექსანდრე კ. დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულებმა თანამზრახველებთან ერთად რამდენიმე საფლავი შეურაცხყვეს, მათ შორის, მიმდინარე წლის 24 მაისს ვაკე-საბურთალოს სასაფლაოზე სანდრო გირგვლიანისა და ირინა ენუქიძის საფლავიდან ფარზე დამაგრებული ბრინჯაოს ჯვარი მოხსნეს.

დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ, მიცვალებულისადმი უპატივცემლობის ფაქტზე მიმდინარეობს (სისხლის სამართლის კოდექსის 258-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს). დანაშაულში მხილებული სხვა პირების დასაკავებლად მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100