სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მორიგი მკვლელობა ბათუმში

ბათუმში ახალგაზრდა მამაკაცის მკვლელობისთვის სამართალდამცველებმა 1985 წელს დაბადებული ჯაბა . დააკავეს. წარსულში მკვლელობის მცდელობისთვის ნასამართლევი, ჯაბა . თბილისში, წერეთლის გამზირზე აიყვანეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ჯაბა ჩ-მ 19 აგვისტოს, გამთენიისას, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას 1987 წელს დაბადებულ მელქისედექ ლ-ს ცეცხლსასროლი იარაღით მუცლის და ფეხის არეში ორი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ბათუმის კლინიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იგი გადაუდებელი ოპერაციის დროს გარდაიცვალა.

გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 108-ე მუხლით).
გამოძიებას აწარმოებს აჭარის მთავარი სამმართველო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100