პატიმართა ახალი, შოკისმომგვრელი ფოტოები ვრცელდება 18 +

სასჯელაღსრულების მინისტრ სოზარ სუბარს სკანდალები არ ელევა. ციხის სკანდალური კადრების გავრცელებიდან ერთი წლის თავზე ციხეში სიტუაცია კვლავ საგანგაშოა. როგორც ირკვევა ახალი მთავრობის პირობებში პატიმართა წამება კვლავ გრძელდება. ამას ადასტურებს გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორის მიერ გავრცელებული სკანდალური ფოტომასალა, სადაც ჩანს ხელმოჭრილი პატიმარი.

ელისო კილაძის ინფორმაციით მსჯავრდებულს ხელი ციხეში მოაჭრეს. კილაძე აცხადებს, რომ აღნიშნული ფოტო რეზბალნიცაზეა გადაღებული.

ელისო კილაძე განმარტებებს სოზარ სუბარის უწყებისგან მოითხოვს. მისი თქმით აუცილებლად უნდა დაიწყოს გამოძიება და გასაჯაროვდეს იმ პირთა ვინაობა ვისაც მოხმდართან რაიმე კავშირი აქვს.

„ორშაბათს, გვიან ღამით მე გადმომცეს ფოტო-მასალა. ეს ფოტოები გადაღებულია ციხის რესპუბლიკურ სავადმყოფოში ე.წ. რეზბალნიცაზე. აქ არის პატიმარი, რომელსაც მოაჭრეს ციხეში ხელი. ჩემი ინფორმაციით პატიმარს ოპერაცია გაუკეთდა ერთ-ერთ სამოქალაქო საავადმყოფოში. გუშინ მთელი დღის განმავლობაში ვცდილობდი ამ ინფორმაციის გადამოწმებას, მაგრამ უშედეგოდ. ბატონმა სოზარმა გუშინ გააკეთა განცხადება, რომ ხელოვნურად ცდილობენ მისთვის კომპრომატების შექმნას. იმედია, რომ არ ფიქრობს, რომ ეს ხელოვნურად შექმნილი კომპრომატია და ადამიანს ხელი მოაჭრეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ გამოიყენონ. მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ეს გავასაჯაროო და არ დაველოდო ჩემი გაზეთის გამოსვლას და ეს არ იყოს მხოლოდ ჩემი ექსკლუზივი. მე ვცდილობ დავადგინო პატიმრის ვინაობა სამწუხაროდ ეს ინფორმაცია სრულიად დახურულია. ამ ბრიფინგის დასრულების შემდეგ ველოდები განმარტებებს სასაჯელაღსრულების სამინისტროსგან ვინ არის ეს პატიმარი? ვინ მოაჭრა მას ხელი? ჩაიდინა თუ არა ეს ციხის ე.წ. მაყურებელმა? ჩაიდინა თუ არა ეს ციხის, რომელიმე თანამშრომელმა? დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს გამოძიება და ყველა ის პირი ვინც პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის გასაჯაროებაზე, ყველა ის პირი ვისაც ევალებოდა ეს ამბავი არ მომხდარიყო ველოდები, რომ იქნება დასჯილი. მე მზად ვარ მივაწოდო ეს ფოტო-მასლა სოზარ სუბარს“,-განაცხადა ელისო კილაძემ.

კომენტარი