რატომ მოიკლა თავი 16 წლის პატიმარმა და რას ამბობს სოზარ სუბარი?

ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანმა პატიმარმა თავი მოიკლა.

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ სოზარ სუბარის ინფორმაციით, ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო.
როგორც მინისტრმა განმარტა, არასრულწლოვანი მარიამობის დღესასწაულზე საქართველოს პრეზიდენტმა შეიწყალა, თუმცა იგი საპატიმროში მეორედ მოხვდა.

„პატიმრმა იცოდა რომ საპყრობილეს მალე დატოვებდა გირაოს სანაცვლოდ. პატიმართან თვითმკვლელობამდე ნახევარი საათით ადრე შესული იყო სოციალური მუშაკიც, მან თავად მოითხოვა რომ ცალკე საკანში ყოფილიყო მოთავსებული“.

სოზარ სუბარის განცხადებით სავარაუდოდ პატიმარმა თავი ზეწრით მოიკლა.
გარდაცვლილის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს.

კომენტარი