სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბაიკერების მიერ ნაპოვნ ნინო გვასალიას ცხედარს სახლში გადაასვენებენ

ნინო გვასალიას ცხედარს პროზექტურიდან საკუთარ სახლში დღეს გადაასვენებენ. ექსპერტიზის დასკვნა კი რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. ნინო გვასალიას ცხედარი მუხათწყაროს ტყეში ბაიკერებმა იპოვეს ხეზე ჩამოხრჩვალი გუშინ იპოვეს.

გვასალიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტზე დაიწყო.

გავრცელებული ინფორმაციით, ნაპოვნია ნინო გვასალიას მიერ დატოვებული წერილი, რომლის შინაარსიც ჯერ არ გასაჯაროებულა.

ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ გაირკვევა, რა დროს დადგა სიკვდილი. წინასწარი ინფორმაციით, 22 წლის გოგონამ თავი ჩამოიხრჩო.

გაუჩინარებულ ნინო გვასალიას შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რამდენიმე კვირის განმავლობაში ეძებდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100