სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედამ 3 მცირეწლოვანი შვილი სამზარეულოს დანით დახოცა

საზარელი შემთხვევა აშშ-ში, კალიფორნიელი ქალი 3 მცირეწლოვანი ქალიშვილის მკვლელობისთვის დააპატიმრეს. გარდაცვლილი ბავშვებიდან უფროსი 3 წლის, შუათანა 2 წლის, ყველაზე უმცროსი 2 თვის იყო. ინციდენტი ლოს ანჟელესთან ახლოს 2014 წლის 20 მაისს მოხდა.

ბავშვების გვამები, ბებიამ ლოგინში აღმოაჩინა, გარდაცვილი პატარების მამა ამ დროს სამსახურში იყო.

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას საშინელი სურათი დახვდა, მოკლული ბავშვების მამა ტიროდა და ხმამაღა იმეორებდა ფრაზას „მან ჩემი ქალიშვილები დახოცა“. მკვლელი დედა კი სამზარეულოს დანით ხელში იდგა და საკუთარი მაჯების მოჭრას ცდილობდა.

მკვლელი დედა, 30 წლის კეროლ კორონადო დაპატიმრებულია, მას სამედიცინო გამოკვლევა ჩაუტარდა და დაიკითხა.

მედიასთან საუბრისას მეზობლები აღნიშნავენ, რომ კეროლი ფსიქიურად არამდგრადი არამიანი იყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100