სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დედოფლისწყაროში ქმარმა ორსული ცოლი სასტიკად სცემა

სოფელ დედოფლისწყაროში ოჯახური ძალადობის ფაქტი მოხდა - 31 წლის ორსული ცოლი ქმარმა სასტიკად სცემა. ფაქტს მათი 13 წლის შვილი შეესწრო.

კახეთში "კურიერის" ჟურნალისტის ცნობით მოტეხილობებითა და მრავლობითი დაჟეჟილობებით, დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს. ძალადობის მსხვერპლის ფოტო მისმა ნათესავმა ინტერნეტით გაავრცელა.

თემაზე "კურიერი" მუშაობს და ძალადობის ფაქტის შესახებ უფრო ვრცლად მოგვიანებით შემოგთავაზებთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100