სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2015 წლის მაისის საგანგაშო კრიმინალური ქრონიკა

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“ ავრცელებს განცხადებას სადაც საუბარია მაისის თვეში დაფიქსირებულ კრიმინალურ ფაქტებზე. დრონი.ჯი აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

“უკვე მესამე წელია საქართველოში კრიმინოგენული ვითარება უკიდურესად მძიმდება. ხოლო, ბოლო თვეების განმავლობაში კი, უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. ამის თავალსაჩიონებისთვის ჩვენ გადავწყვიტეთ საზოგადოებას, წარვუდგინოთ მაისის თვის, კრიმინალური ქრონიკის არასრული ჩამონათვალი:

2 მაისს, თბილისში, ვაკის რაიონში დაყაჩაღებულია „პროკრედიტ ბანკი“;

3 მაისს, შუახევში, 25 წლის დავით დავითაძის მკვლელობასა და ორი პირის დაჭრაში, პოლიტპატიმრის სტატუსით გათავისუფლებული პირია ბრალდებული;

7 მაისს, სოფელ ყულისკარში, გაუგონარი ვანდალური ფაქტია ჩადენილი, კერძოდ, გარდაცვლილი ქალბატონი ამოთხრილი და გაქურდულია საფლავიდან;

13 მაისს, ზესტაფონში დაყაჩაღებულია „კოდაკის“ოფისი და ლომბარდი;

13 მაისს, ბაღდათის რაიონის სოფელ ოფჩაში, დაყაჩაღებულია და წამებით მოკლულია 80 წლის ქალბატონი;

13 მაისს, თბილისში, კერძოდ გლდანში, დაყაჩაღებულია „ლიბერთი ბანკი“;

16 მაისს, ხაშურში, სოფელ ცხრამუხაში, ერთი პირის მკვლელობასა და ერთის დაჭრაში ბრალდებულია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი;

17 მაისს, თბილისში, შანიძის ქუჩაზე დაყაჩაღებულია ლომბარდი; 18 მაისს, რუსთავში, 23 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს;

18 მაისს, თბილისში, მუხიანის დასახლებაში, დაყაჩაღებულია „საქართველოს ბანკი“; დღეს

25 მაისს, ვრცელდება ინფორმაცია, რომ გატაცებულია ბიზნესმენი, გამტაცებლები კი სოლიდურ თანხას ითხოვენ.

ასევე, გახშირებულია ოკუპანტების მხრიდან, ადამიანთა მასიური გატაცებები თანხის გამოძალვის მიზნით. სიღნაღის რაიონის სოფლებში ანაგაში, ჯუგაანში და ბაკურციხეში „ლიბერთი ბანკის“ სწრაფი გადახდის ცენტრებია გაქურდული.

ქობულეთში, სწრაფი გადახდის აპარატებია გაქურდული.

თბილისში დაყაჩაღებულია ბრიტანელი ჟურნალისტი.

გახშირებულია კრიმინალური სამყაროს ლიდერების უხეში ჩარევა ბიზნეს საქმიანობაში.

მსხვილფეხა საქონლის გახშირებული ქურდობის ფაქტებზე სოფლის მოსახლეობა მკვეთრ უკმაყოფილებას გამოხატავს.

ყოველივე ამის ფონზე, ვხედავთ შსს-ს სტატისტიკას, რომელიც თვიდან თვემდე, დანაშაულის შემცირებით და გახსნის მაჩვენებლის მატებით იწონებს თავს. დანაშაულის დამალვამ, დანაშაულის კვალიფიკაციის დაწევამ და სტატისტიკის ხელოვნურად გალამაზებამ, რა შედეგი გამოიღო, კარგად ახსოვს ქართულ საზოგადოებას. გარწმუნებთ, ყოველივე ეს, დამღუპველად მოქმედებს დღესაც. რეკომენდაციით მივმართავთ შსს-ს ხელმძღვანელობას: იზრუნოს პოლიციის კვალიფიციური კადრებით დასაკომპლექტებლად, პოლიციელთა ღირსების დასაცავად, პოლიციელთა და მათი ოჯახების სოციალურად დასაცავად. კრიმინალური სამყაროს წინააღმდეგ გაატაროს, კანონით დაშვებული ყველა მკაცრი ზომა, რადგან ქვეყანაში, თითოეულმა ადამიანმა თავი დაცულად იგრძნოს.“ - ნათქვამია განცხადებაში

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100