სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

20-მდე გასროლა რედისონთან - თაბუკაშვილზე ორი პირი ავტომობილს ფეხით დაედევნა

სროლა თბილისში. არსებული ინფორმაციით თაბუკაშვილის ქუჩაზე სასტუმრო რედისონთან ორი პირი ავტომობილს ფეხით დაედევნა, დევნის პარალელურად კი ისინი ავტომობილის მისამართით ისროდნენ.

თვითმხილველები ყვებიან, რომ 20-მდე გასროლა მოხდა. ერთერთი ტყვია სასტუმრო რედისონის კაზინოს ფანჯარასაც მოხვდა.

ავტომობილი ტროტუარზე შევარდა და სახლის კედელს დაეჯახა. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

შს სამინისტროს თანამშრომლები ამ დრომდე შემთხვევის ადგილს სწავლობენ, პარალელურად კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაკავებულია ერთი პირი. მას ბრალად იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა და ტარება წაუყენეს.

დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100