17 წლის გოგონა საკუთარმა დამ მოკლა, თვალები ამოსთხარა და ცხვირი და ყურები დააჭრა

მორიგი საზარელი ტრაგედია რუსეთში, სანკტ-პეტერბურგში 17 წლის მოდელი საკუთარდმა დამ მოკლა.

გარდაცვლილი სტეფანია დუბცოვა გახლავთ, რომელსაც 19 წლის დამ დანით 140-მდე ჭრილობა მიაყენა, ამოკაწრა თვალები, დააჭრა ყურები და ცხვირი.

ტრაგედია სტეფანიას 42 წლის მეგობრის სახლში მოხდა, როდესაც მასპინძელი მაღაზიაში გავიდა.

მკვლელობის მოტივი ოფიციალურად ჯერ არ დასახელებულა, თუმცა გოგონების საერთო მეგობრის აზრით, მათ ქალური შურის გამო ხშირად მოსდიოდათ ჩხუბი.

დამნაშავე უკვე დაკავებულია და მას 15 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ცნობისთვის ამ კვირაში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მსგავსი ტრაგედია ხდება, რადგან 2 დღის წინ ძიძამ 3 წლის გოგონას თავი მოაჭრა და სახლი გადაწვა.

კომენტარი