სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აღსრულების ეროვნულ ბიუროსთან ვალის გამო მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე კლინიკაში გარდაიცვალა

აღსრულების ეროვნული ბიუროს ეზოში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მონაწილე კლინიკაში გარდაიცვალა. სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი საავადმყოფოში 7 ცეცხლნასროლი ჭრილობით უმძიმეს მდგომარეობაში გადაიყვანეს.

ასევე მძიმეა ინციდენტის კიდევ ერთი მონაწილის, შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოaდგილის მდგომარეობა.

თვითმხილველების განცხადებით, ყოფილმა ძალოვანებმა ცეცხლი შელაპარაკების შემდეგ გახსნეს.

სისხლიანი გარჩევის მიზეზი ვალია. დაპირისპირებული მხარეები აღსრულების ბიუროშიც სავარაუდოდ ფინანსური დავის მოსაგვარებლად იმყოფებოდნენ.

ყოფილი პოლიციელები ერთმანეთს ავტოსადგომზე დაუპირისპირდნენ. გამოძიებამ შემთხვევის ადგილიდან სამი ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო.

ერთადერთი მოწმე, ადგილზე მყოფი მესამე პირი, ამ დრომდე დაკითხვაზეა. ვიდეო იხილეთ ლინკზე: http://rustavi2.com/ka/news/52191

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100