სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მწყემსმა ყოფილ პარლამენტარს რამდენჯერმე ესროლა, ნოდარ მოდებაძე ადგილზევე გარდაიცვალა

თელავის რაიონის სოფელ აკურაში მკვლელობა მოხდა. მოკლულია ყოფილი პარლამენტარი ნოდარ მოდებაძე.
დადგენილია მკვლელობაში ბრალდებულის ვინაობა და მის დასაკავებლად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. სოფელ აკურას მცხოვრებლები ყოფილი პარლამენტარის, ნოდარ მოდებაძის მკვლელობის მოტივზე საუბრობენ. ადგილობრივების ინფორმაციით, მოდებაძეს ახლად ჩაყრილი ვაზი ჰქონდა გაშენებული, რომელსაც მკვლელობაში ეჭვმიტანილის საქონელი უზიანებდა. აკურელების თქმით, მოდებაძემ მწყემსი რამდენჯერმე გააფრთხილა და მათ შორის შელაპარაკება დღესაც სწორედ ამ თემაზე მოხდა. კამათის შემდეგ ეჭვმიტანილმა სანადირო თოფი მოიტანა და მოდებაძის მისამართით რამდენჯერმე გაისროლა. ნოდარი ადგილზევე გარდაცვლილა

ნოდარ მოდებაძე პარლამენტის წევრი 1999-2004 წლებში იყო. ის საარჩევნო ბლოკ "საქართველოს აღორძინებას" წარმოადგენდა.

ნოდარ მოდებაძე აკურის ღვინის ქარხნის ერთ-ერთი მფლობელი იყო. მისთვის ქონების ჩამორთმევის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ შს ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილს და ყოფილ გენერალურ პროკურორ ზურაბ ადეიშვილს 2015 წელს ბრალი წაუყენა. მოდებაძე თამაზ მეგრელიშვილთან ერთად აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულად იყო ცნობილი.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100