სროლა ვაკეში - ჭავჭავაძეზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

ცოტა ხნის წინ სროლა იყო თბილისში. არსებული ინფორმაციით, ჭავჭავაძის გამზირზე რამდენჯერმე გაისროლეს. სროლის შედეგად დაჭრილია ერთი ადამიანი, რომელიც, თვითმხილველების ინფორმაციით, სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანით რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ამ წუთებში საოპერაციოდ ამზადებენ.

დაშავებულს ჭრილობა, წინასწარი ინფორმაციით, ქვემო კიდურებში აქვს მიყენებული.

კომენტარი