სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა სოფელ ტბეთში - ამ დროისთვის ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული

სამართალდამცველები სოფელ ტბეთში მომხდარ მკვლელობას იძიებენ - სოფელში ამ დროისთვის სიტუაცია სტაბილურია, თუმცა ადგილზე რჩებიან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრები, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომლები.

საქმის მასალების მიხედვით, გარდაცვლილის ახლობლებმა ბრალდებულების მშობლების სახლი დაწვეს. აქედან გამომდინარე, სოფელში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები რჩებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულის ოჯახის წევრები ამ დროისთვის სოფელში აღარ იმყოფებიან. მომხდარის სავარაუდო მიზეზებთან დაკავშირებით, ადგილობრივები განმარტავენ, რომ 32 წლის მალხაზ პაქსაძეს, გუშინ დაესხნენ თავს მისივე მეზობლები და როგორც გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, მას დაახლებით, 17 სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. ფიზიკური დაზიანება მიაყენეს ასევე მის მეუღლესაც.

„ყველა გაოგნებული ვართ ამ ფაქტის გამო. მანქანიდან გადმოსვლის დროს, მაშინვე მიცვივდნენ და აჩეხეს კაცი, სრულიად უდანაშაულო ადამიანი. გვაინტერესებს, რომ გაარკვიონ კომპეტენტურმა ორგანოებმა, რომ რა იყო ამის მიზეზი. ვიდეო იხილეთ აქ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100