სკოლის მოსწავლემ თანაკლასელები და მასწავლებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ჩრდილოეთ მექსიკაში 15 წლის მოზარდმა გაკვეთილზე ცეცხლსასროლი იარაღით თანაკლასელები და მასწავლებელი დაჭრა, შემდეგ კი თავი მოიკლა. ერთ-ერთი ბავშვი მკლავში მსუბუქად არის დაჭრილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, დანარჩენი სამი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ისინი საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

კომენტარი