თეთრი ვეფხვი - ზოოლოგების ახალი მიღწევა

იაპონიის ცენტრალურ ზოოპარკში, უნიკალური ჯიშის თეთრი ვეფხვის 4 ბოკვერი დაიბადა. 5 წლის როკის და 7 წლის კარა 16 მარტს 4 ლეკვი შეეძინათ. აპრილის თვეში დაგეგმილია პატარა ვეფხვების მნახველებისთვის წარდგენა.

თეთრი ბოკვერები ქვეყანას ზოოლოგების მონდომებითა და დახმარებით მოევლინნენ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ თეთრი ვეფხვი ბენგალური ჯიშის მუტაციის შედეგია. ეს არის უიშვიათესი ჯიში, ბუნებაში სტატისტიკურად 10 000 ში მხოლოდ ერთია.

უძველესი დროიდან სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში დადიოდა ლეგენდები, თეთრი ვეფხვის ‘’ჯადოსნური’’ მაგიის შესახებ. პირველი თეთრი ვეფხვის აღმოჩენა 1951 წლით თარიღდება. ამ დროისთვის 130 თეთრი ვეფხვია დაფიქსირებული ასამდე მათგანი ინდოეთის ტერიტორიაზეა.

კომენტარი