რატომ სუქდება ადამიანი მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ?

სიგარეტისთვის თავის დანებების შემდეგ ადამიანი წონაში 2-7 კილოგრამით იმატებს. აღნიშნული ფაქტის მიზეზების კვლევა ციურიხის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მეცნიერებმა დაიწყეს და გარკვეული პერიოდის შემდეგ დასკვნებიც გამოიტანეს.

წონაში მატების მიზეზი ნაწლავის ბაქტერიებისა და სიგარეტის ურთიერთდამოკიდებულება გახლავთ. საქმე იმაშია, რომ მოწევისთვის თავის დანებების შემდეგ ნაწლავში დომინირებას იწყებს ბაქტერიები: Proteobacteria და Bacteroidetes, ხოლო ბაქტერიები Firmicutes და Actinobacteria არამწეველის ორგანიზმში ქრება, რაც წონაში მატების მიზეზი გახლავთ. არამეცნიერულ ენაზე, რომ ვთქვათ მოწევისთვის თავის დანებება ნაწლავში იმ ბაქტერიებს აქრობს, რომელებიც წონაში მომატებას ხელს უშლის და ამრავლებს იმ ბაქტერიებს, რომლებიც ორგანიზმს საკვებიდან ნივთიერებების ათვისებაში ეხმარება.


კომენტარი