რომელი პროფესია უწყობს ხელს წონაში კლებას ყველაზე მეტად?

რომელი პროფესიის ადამიანები წვავენ სამუშაო საათებში ყველაზე მეტ კალორიას? ამ შეკითხვას პასუხი აშშ-ში გასცეს და კვლევის შედეგები ასეთია:

სატვირთო კომერციული ავტოტრანსპორტის მძღოლი - წვავს საათში 726 კალორიას. მისი ხელფასი წელიწადში 67200 დოლარია. (აშშ-ს მონაცემებით)

ოფიციანტი - საათში 175 კალორიას წვავს და წლიწადში 21400 დოლარს გამოიმუშავებს

მშენებლობის მუშა - 297 კალორია ერთ საათში და 33400 დოლარი წელიწადში

ავტომობილის პარკინგის დამკვირვებელი -330 კალორია და 37900 დოლარი წელიწადში

ფერმის ან რანჩოს თანამშრომელი - 462 კალორია საათში და 25400 დოლარი წელიწადში

აღნიშნული კვლევა TheraFusion-ისა და PayScale-ის სპეციალისტებმა ჩაატარეს.


კომენტარი