სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ენა, კულტურა, იუმორი და სხვა ადამიანური თვისებები ცხოველებში

ადამიანი ბუნებაში ყველაზე განვითარებული ქმნილებაა. თუმცა ბევრი ცხოველი ფლობს თვისებებს რომელიც ადამიანის ძალებს აღემატება. მაგალითად მხედველობა ფრინველებს გაცილებით უკეთ აქვთ განვითარებული ვიდრე ადამიანებს, კუს აქვს უნარი ელექტროენერგიის შეუხებლად შეგრძნებისა, ზვიგენებს კი მაგნიტური ველის დაჭერის თანდაყოლილი უნარი აქვთ.

გთავაზობთ ადამიანური თვისებების იმ ჩამონათვალს, რომლებიც ცხოველებსაც გააჩნიათ.

ენა გარკვეულ ცხოველთა ჯგუფსაც აქვთ საურთიერთობო თავიანთი ენა. მაგალითად ფრინველებს, კიბორჩხალებს აქვთ გარკვეული სიტყვები რომლებიც კონკრეტულ ნივთს ან მოქმედებას გამოხატავს. აი მაიმუნთა ჯგუფს კი არამხოლოდ საკუთარი სიტყვების გამომხატველი ბგრები არამედ გრამატიკაც გააჩნიათ.

გამოყენებითი ინსტრუმენტები - წლების განმავლობაში ცნობილი იყო რომ, ადამიანი იყო ერთადერთი ქმნილება რომელმაც შეძლო შეექმნა და გამოეყენებინა დამხმარე ინსტრუმენტები. თუმცა დღისთვის ასე არ არის, ცხოველთა განვითარებას მოყვა ის რომ დელფინებს, ყვავებსა და სპილოებს შეუძლიათ საჭიროების მიხედვით გამოიყენონ გარკვეული საგენები.

კულტურა ყველა ერს აქვს თავისი სპეციფიური კულტურა და ტრადიციები. ეს თავისთავში მოიცავს არამხოლოდ საქმიანობას არამედ ქცევის გარკვეულ ნორმებსაც. მსგავსი კულტურულ ტრადიციული საწყისები რომ ცხოველებშიც არსებობს დასტურდება მაგალითად შიმპანზეს წვიმის ცეკვის ტრადიციით, ასევე მაიმუნთა კიდევ ერთი ჯგუფის იაპონური მაკაკას აბაზანის მიღების ტრადიციით.

გონება ტყუილად არ ითვლება რომ ადამინი ყველაზე გონიერი ქმნილებაა. მას შეუძლია საკუთარი გომნების მრავალმხრივი გამოყენება. თუმცა არც ცხოველებშია ამის ნაკლებობა. მაგალითად სპილოებს შეუძლიათ არითმეტიკის გამოყენება, მტრედები კი ადამიანებზე გაცილებით უკეთესად ერკვევიან გეომეტრიაში ისინი ადამიანზე ბევრად სწრაფად და მარტივად პოულობენ ერთეხლ თვალმოკრულ ადგილს.

მეხსიერება ადამინის მეხსიერება ფენომენალურია და ამის ბევრი მტკიცებულება არსებობას, მაგრამ ცხოველთა გარკვეულ კატეგორიას მაგალითად ძაღლს აქვს უნარი დაიმახსოვროს ბევრი ისეტი ფაქტი რომელიც ბევრ ცხოველს არ შეუძლია. ყვავები ადვილად იმახსოვრებენ ფორმებს. შიმპანზეები კი მარტივად იმახსოვრებენ ნახატებსა და ციფრებს. ციყვებს თვეების წინ დამალული საკვების ადგილმდებარეობა ახსოვთ და მარტივად აგნებენ.

იუმორი იუმორის გრძნობა და სიცილის უნარი მხოლოდ ადამიანს და შიმპანზეს აქვთ.

ემოცია ადამინის აქვს უამრავი ემოცია. ჩვენ განვიცდით სიხარულს, ბედნიერებას, სიყვარულს, შიშს, მწუხარებას, ნაღველს და აშ. თუმცა ადამიანები რომლებსაც სახლში ყავთ ცხოველები ირწმუნებიან, რომ ცხოველს აქვს ემოციების განცდის უნარი. ძაღლების ერთგულებაზე ხომ ლეგენდებიც კი დადის. დელფინს თუ ეღუპება შვილი ცრემლები მოსდის თვალებიდან და ვარდება ღრმა დეპრესიაში. მაიმუნები ძალიან ეჭვიანები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100