სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ინდევორის“ ასტრონავტები ღია კოსმოსში

ხომალდ „ინდევორის“ ასტრონავტები ღია კოსმოსში გავიდნენ და სადგურის ბორტზე მუშაობა დაიწყეს.

„კოსმოსური გასეირნება“ ექვსი საათი გრძელდებოდა და ამ დროში, ენდრიუ ფეისტელმა და გრეგორი შამოტოფმა სადგურზე სხვადასხვა მექანიზმები, მათ შორის, კონტეინერები შეცვალეს. ადრე იქ MISSE 7 კონტეინერები იყო დაყენებული, რომელიც ახალმა MISSE 8 - მ ჩაანაცვლა.

„ინდევორის“ მისიის დროს, რომელიც 16 დღეს გაგრძელდება, ღია კოსმოსში ოთხი გასვლაა დაგეგმილი. აღსანიშნავია, რომ ეს გაფრენა ხომალდ „ინდევორისათვის“ უკანასკნელი იქნება და დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, დაასრულებს თავის კარიერას.

შემდეგ გაფრენას „ატლანტისი“ შეასრულებს, რომელიც ორბიტისაკენ 28 ივნისს გაემართება, თუმცა მაშინ ღია კოსმოსში გასვლა დაგეგმილი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100