სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქარიშხალი სატურნზე

მეცნიერებმა სატურნზე ძალიან ძლიერი ქარიშხალი დააფიქსირეს. სურათები და მათი მოკლე აღწერილობა „ნასას“ საითზეა განთავსებული.

ქარიშხალი თავდაპირველად დაიწყო როგორც მცირე ატმოსფერული არეულობა, რომლის მასშტაბიც ნელ-ნელა გაიზარდა და საბოლოოდ, ხუთი ათასი კილომეტრის დიამეტრის ძლიერ ქარიშხლად იქცა, რომელიც იუპიტერის ცნობილ დიდ, წითელ წერტილს მოგვაგონებს.

ზოგადად, სატურნის სტრატოსფერო სტაბილურია, თუმცა ახლა ძლიერი ძვრები შეინიშნება. ეს ინფრაწითელი ტელესკოპის მეშვეობით ჩანს, როგორც ნათელი წერტილები. ქარიშხალზე დასაკვირველად, ამჟამად მეცნიერებმა ტელესკოპი VLT (ძალიან დიდი ტელესკოპი) გამოიყენეს, რომელიც ჩილეშია გათავსებული.

მცირე ხნის წინ, მეცნიერთა სხვა კოლექტივმა სატურნზე ელვაც დააფიქსირა და ამ ფოტოების მეშვეობით ეს მცირე ვიდეოც შექმნა:

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100