სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეს დაუჯერებელია: მკვდარი, დაშაქრული ადამიანის სხეული სამკურნალოდ გამოიყენება

გასაოცარია რამ არის ეს მედიცინა…. განსაკუთრებით კი უძველესი. თუკი ისტორიაში ჩავიხედავთ შესაძლოა აღმოვაჩინოთ ისეთი ფაქტები, რომლის გაგების შემდეგაც სულ მცირე საგონელებლში ჩავვარდებით.

XII საუკუნეში უამრავ არაბულ ბაზარზე ხანდახან შესაძლებელი იყო შეხვედროდით საქონელს, ეგრედ წოდებული დასახელებით „თაფლის ადამიანი“, რომელიც არც მეტი არც ნაკლები წარმოადგენდა თაფლით გაჟღენთილ ადამიანის გვამს და რომელსაც სამედიცინო მიზნებისათვის იყენებდნენ. „დაშაქრული ადამიანის“ მომზადება საკმაოდ დიდ თანხას და დიდ ძალისხმევას მოითხოვდა.

მაშ ასე გთავაზობთ ამონარდის ცნობარიდან „სამკურნალო ნივთირერებები ჩინურ მედიცინაში“ (1597)

„არაბეთში გვხვდებიან 70-დან 80 წლამდე ასაკის მამაკაცები, რომლებსაც სურთ საკუთარი სხეულის გაცემა, რათა სხვებს დაეხმარონ. ასეთი ადამიანი არ ჭამს საჭმელს, იგი მხოლოდ თაფლს სვავს და თაფლში ბანაობს. ერთი თვის შემდეგ იგი იწყებს მხოლოდ თაფლის გამოყოფას (შარდი და ექსკრემენტები თაფლისგან შედგება) და საბოლოოდ მალევე იღუპება. ამ ადამიანის დამხმარე გვამს თაფლით სავსე ქვის აკლდამაში ათავსებს, რომელზეც ასახულია გარდაცვალების თარიღი, თვე და წელი. ასი წლის შემდეგ ქვის კუბოს ხსნიან. დაშაქრულ სხეულს იყენებენ ძვლოვანი მოტეხილობისა და დაზიანებების სამკურნალოდ. ამ საუკუნე გამოვლილი სხეულის მცირე რაოდენობის დალევის შემდეგ შინაგანი ტკივილი სწრაფად ჩერდება.“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100