“გუგლი” მომავლის ტექნოლოგიების მხარდასაჭერად

კომპანია “გუგლი” ახალი ტექნოლოგიების განვითარებაში ინვესტიციებს დებს. კომპანია ე.წ. სუფთა ენერგეტიკის მომხრეა და ამ მიმართულებით, სამეცნიერო ექსპერიმენტებშიც აქტიურად იღებს მონაწილეობას. ამჯერად, “გუგლმა” 280 მილიონი დოლარით “SolarCity” დააფინანსა, რომელიც მსურველებს საცხოვრებელ სახლებზე მზის ბატარეებს უმონტაჟებს.

მომავლის ტექნოლოგიის ათვისების სურვილი აშშ-ში უკვე ბევრმა გამოთქვა. კომპანია მათ ფოტოელემენტებს სახლების სახურავზე უფასოდ ურემონტებს, მფლობელები კი ყოველთვიურად ფიქსირებულ გადასახადს უხდიან. ბატარეების მომსახურება ორგანიზაციას თავის თავზე აქვს აღებული.

“SolarCity” – ის შტაბ-ბინა კალიფორნიაში, სან-მატეოში მდებარეობს. მისი მომსახურებით უკვე აშშ-ის ათი შტატის მოსახლეობა სარგებლობს. “გუგლმა” კი ამ სახის ენერგეტიკულ პროექტებში, უკვე 680 მილიონი დოლარი დახარჯა.


კომენტარი