სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მცენარე მხოლოდ აფხაზეთში

არსებობს მცენარე, რომელიც მთელ პლანეტაზე მხოლოდ აფხაზეთში გვხვდება. აფხაზური იორდასალამის ლათინური სახელწოდებაა Paeonia abchasica. ბოტანიკაში ის ცნობილია, როგორც მრავალწლოვანი მცენარე იორდასალმისებრთა ოჯახისა.

მეცნიერები ირწმუნებიან, რომ არსად დედამიწის ზურგზე, აფხაზეთის გარდა, მას ვერ ნახავთ. აფხაზური იორდასალამი ტიპური ტყის მცენარეა და ტყიან მთებშია გავრცელებული. აფხაზური იორდასალამის თითისტარივით გამსხვილებული ფესვები გამრავლების ერთ-ერთი საშუალებაა. ღერო 50-80 სმ სიმაღლისაა და უხვადაა შეფოთლილი. მისი ფოთლები ორგზის სამყურაა. აქვს მკრთალი, ნაზი ყვავილები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100