სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ფუტკარი და მისი სახეობები

ყველაზე სასარგებლო მწერის, ფუტკრის ოთხი სახეობა არსებობს. ესენია: ინდოეთის დიდი ფუტკარი, ინდოეთის პატარა ფუტკარი, ინდოეთის საშუალო ფუტკარი და თაფლის მომცემი ფუტკარი. პირველი სამი სახეობის ფუტკარი ბინადრობს გარეულ პირობებში, აშენებენ მხოლოდ ერთ ფიჭას ხის ტოტზე და თაფლს აგროვებენ მარტო საკუთარი თავის გამოსაკვებად.

თაფლის შემგროვებელი ფუტკარი ადამიანის მიერ დიდი ხნის მოშინაურებულია. ფიქრობენ, რომ შინაური ფუტკრის სამშობლოა აზია, რადგან ფუტკრების ყველა სახის წარმომადგენლებს აქ ვხედავთ. ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად ითვლება. იგი ძველ და ამჟამინდელ ლიტერატურულ წყაროებში მოხსენიებულია კავკასიური ფუტკრის სახელწოდებით.

ქართული ფუტკრის დამახასიათებელი საშუალო მაჩვენებლებია: შეფერილობა _ რუხი, ხორთუმის სიგრძე _ 7.20 მმ., პროდუქტიულობა _ 17.31 კგ., საშუალო დღეღამური კვერცხმდებლობა _ 1160 ცალი, ფრთის სიგრძე _ 9.45 მმ., ფრთის სიგანე _ 3.22 მმ., ზამთარგამძლეობა _ კარგი, თვინიერება _ თვინიერი.

ასტეროიდი, რომელიც დედამიწას უახლოვდება
ანონსი: ვარაუდობენ, რომ 2029 წელს, დედამიწასთან მოახლოებისას, აპოფისი შეიცვლის თავის ორბიტას.

“99942 აპოფისი” აღმოჩენილია 2004 წელს, არიზონის კიტ-პიკის ასტრონომიულ ობსერვატორიაში. დასახელება მიიღო 2005 წლის 19 ივლისს, ძველეგვიპტური მითოლოგიის ღმერთის, აპოპის სახელის მიხედვით (ძველბერძნულში - აპოფისი). აპოპი უზარმაზარი გველია, რომელიც მიწისქვეშეთში ცხოვრობს და მზის განადგურებას ცდილობს. ამ სახელის მინიჭება შემთხვევითი არ არის, რადგან, ტრადიციულად, მცირე სხეულების სახელებს იღებენ ბერძნული, რომაული და ეგვიპტური მითოლოგიიდან. ვარაუდობენ, რომ 2029 წელს, დედამიწასთან მოახლოებისას, აპოფისი შეიცვლის თავის ორბიტას.

ასტეროიდი ატონთა ჯგუფს მიეკუთვნება და NASA-ს მონაცემებით, 2029 წელს გაივლის მინიმალურ მანძილს, რომელიც 37 500 კმ-ს (სხვა მონაცემებით: 36 830 კმ) შეადგენს. რადარული დაკვირვების შემდეგ, 2029 წელს შეჯახება გამოირიცხა, მაგრამ პირველადი მონაცემების სიზუსტის ნაკლებობის გამო, 2036 წელს და შემდგომ წლებში შეჯახების ალბათობა შედარებით მაღალია. სხვადასხვა მეცნიერები ამის მათემატიკურ ალბათობას აფასებენ, როგორც 2,2−5 და 2,5−5-ს. ხოლო 2036 წლის შემდგომ ალბათობა უფრო დაბალია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100