სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნისლეულები კოსმოსში

ვარსკვლავთა გარდა, სამყაროში დიდი რაოდენობით გვხვდება გაზმტვეროვანი, კოსმოსური ღრუბლები. მათი უმრავლესობა ბნელია და შეუიარაღებელი თვალისათვის უხილავი. საერთოდ ყველა ნისლეული ბნელია, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ მის ახლოს გვხვდება ვარსკვლავი, მაშინ, ღრუბელი იწყებს სხვადასხვა ფერში ციალს. ხშირად ბნელი ნისლეულების აღმოჩენა ოპტიკური ტელესკოპით ჭირს, ამიტომ მათზე დაკვირვებები რადიო და რენტგენული ხელსაწყოებითაც მიმდინარეობს-ხოლმე. გარდა ამისა, ცნობილია რომ ვარსკვლავთა წარმოშობის პროცესი ასეთ კოსმოსურ ნისლეულებში მიმდინარეობს. ერთ-ერთ ასეთ ვარსკვლავთ მშობელ არეს წარმოადგენს, ერთადერთი, შეუიარაღებელი თვალით ხილული, ორიონის ნისლეული.

ორიონის ნისლეული მანათობელი ემისიური ნისლეული მომწვანო ელფერით, მდებარეობს ორიონის სარტყელს ქვევით, ორიონის მახვილის შუავარსკვლავში . ეს ყველაზე კაშკაშა დიფუზიური ნისლეულია. მისი ზედაპირი თითქმის 4-ჯერ აღემატება სავსე მთვარისას, რის გამოც ის კარგად ჩანს ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც, ხოლო მისი მდებარეობა ციურ ეკვატორზე მას შესამჩნევს ხდის დედამიწის თითქმის ყველა წერტილიდან. მ42 მდებარეობს დედამიწიდან დაახლოებით 1600 სინათლის წელიწადში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100