სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ აშენდა ნეო მონის მონასტერი

ნეა მონი XI საუკუნის მონასტერია საბერძნეთის კუნძულ ჰიოსზე. მდებარეობს კუნძულის შიდა ნაწილში, ქალაქ ჰიოსიდან 15 კმ-ში, პროვატეიო-ოროსის მთაზე. მონასტერი ცნობილია თავის მოზაიკებით, რომლებიც დაფნისა და ოსიოს ლუკას მონასტრების მოზაიკებთან ერთად, მაკედონიური რენესანსული ხელოვნების თვალსაჩინო ნიმუშებს წარმოადგენს საბერძნეთში. 1990 წელს, ნეა-მონი, აღნიშნულ ორ მონასტერთან ერთად, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა.

ნეო მონი, XI საუკუნის შუა წლებში, ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე IX მონომახმა და მისმა მეუღლე ზოემ ააგეს. თქმულების თანახმად, მონასტერი იმ ადგილას აშენდა, სადაც სამმა ბერმა სასწაულებრივად იხილა ღვთისმშობლის ხატი, რომელიც მირტის ხის ტოტზე ეკიდა. ამ დროსათვის, კონსტანტინე კუნძულ ლესბოსის სიახლოვეს იყო გადასახლებული.

სასწაულის მხილველი ბერები მას სასწრაფოდ ეახლნენ და მოახსენეს ღვთისმშობლის გამოცხადების შესახებ, რომლის თანახმადაც, ის იმპერატორი გახდებოდა. კონსტანტინე ბერებს ეკლესიის აგებას დაპირდა თუკი მათი ნათქვამი ახდებოდა. მართლაც, 1042 წელს იგი იმპერატორი გახდა და მადლიერების ნიშნად ღვთისმშობლის სახელზე მონასტრის მშენებლობა დაიწყო. მთავარი ტაძრის მშენებლობა 1049 წელს დასრულდა, ხოლო მთლიანად მონასტრის, უკვე კონსტანტინეს სიკვდილის შემდეგ, 1055 წელს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100