სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლონდონის სამეფო საზოგადოება

ლონდონის სამეფო საზოგადოება, ბუნების შესახებ ცოდნის განვითარებისთვის შეიქმნა. მას შემოკლებით სამეფო საზოგადოება უწოდებენ. დაარსდა 1660 წელს და სწავლულთა უძველეს ორგანიზაციად ითვლება, რომელიც დღემდე არსებობს.

მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითი გაერთიანებაა, საზოგადოება დიდი ბრიტანეთის მეცნიერებათა აკადემიის როლს ასრულებს (რისთვისაც ყოველწლიურად ბრიტანეთის მთავრობისგან 30 მილიონ ევროს იღებს). საზოგადოება მეცნიერებათა საბჭოს წევრი ორგანიზაციაა.

ედინბურგის სამეფო საზოგადოება (დაარსდა 1783 წელს) დამოუკიდებელი შოტლანდიური გაერთიანებაა. ირლანდიური სამეფო აკადემია (დაარსდა 1785 წელს) ასევე დამოუკიდებელი ირლანდიური ორგანიზაციაა და სამეცნიერო მოღვაწეობას აქტიურად აგრძელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100