ჰიგსის ბოზონი

ჰიგსის ბოზონი არის ჰიპოთეზური მასიური სკალარული ელემენტარული ნაწილაკი, რომლის არსებობასაც ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკის სტანდარტული მოდელი წინასწარმეტყველებს. დღეისათვის არაა ცნობილი ბუნებაში რაიმე ელემენტარული სკალარული ბოზონი (0-ოვან სპინიანი ნაწილაკი), თუმცა ცნობილია უამრავი შედგენილი სკალარული ბოზონი. ჰიგსის ბოზონის არსებობას მოითხოვს თანამედროვე თეორიული ფიზიკის თავსებადობა, სხვა სიტყვებით, მისი არსებობა ხსნის თანამედროვე თეორიულ ფიზიკაში არსებულ არათავსებადობას. დღეისათვის აქტიურ ფაზაშია შესული ჰიგსის ბოზონის არსებობის დამადასტურებელი ექსპერიმენტული მცდელობები ცერნში დიდი ჰადრონული ამაჩქარებელის და ფერმილაბში ტევატრონის გამოყენებით. არსებობს სხვა თეორიები, რომლებიც არ მოელიან ჰიგსის ბოზონის არსებობას და აღიწერებიან როგორც უჰიგსო მოდელები.

ჰიგსის ბოზონი არის მხოლოდ სტანდარტული მოდელის ნაწილაკი, რომელიც ჯერ არ აღმოუჩენიათ და მიიჩნევა, როგორც მასის გადამტანი შუამავალი. ჰიგსის ბოზონის ექსპერიმენტული აღმოჩენა დაეხმარებოდა სამყაროში მასის წარმოშობის გარკვევას. ჰიგსის ბოზონი აგრეთვე ახსნიდა განსხვავებას უმასო ფოტონსა, რომელიც მოქმედებს ელექტრომაგნეტიზმში და მასიურ ჭ და ძ ბოზონებს შორის, რომლებიც მოქმედებენ სუსტ ურთიერთქმედებაში. თუ ჰიგსის ბოზონი არსებობს, ის არის ძირითადი და შემავსებელი კომპონენტი მატერიალური სამყაროსი.

სტანდარტულ მოდელზე დაფუძვნებული არგუმენტების თანახმად, ჰიგსის ბოზონის მასა ნაკლები უნდა იყოს 1.4ტევ-ზე. ამიტომ სავარაუდოა, რომ დიდი ჰადრონული ამაჩქარებელი ექსპერიმენტულად დაადასტურებს ან უარყოფს ჰიგსის ბოზონის არსებობას. წინა ექსპერიმენტული მცდელობები გრძელდება აგრეთვე ფერმილაბში, სადაც მართალია ტევეტრონის დაბალი ენერგია ხელს არ უწყობს ექსპერიმენტებს, თუმცა თეორიულად მას აქვს საკმარისი ენერგია ჰიგსის ბოზონის აღმოსაჩენად. როგორც ფერმილაბის ფიზიკოსები იუწყებიან, ტევატრონზე ჰიგსის ბოზონის აღმოჩენის ალბათობა, თუ ის მართლა არსებოს, 50%-სა და 96%-ს შორისაა, რაც დამოკიდებულია მის მასაზე.

კომენტარი