სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკეანემ ნაპირზე ორი მკვდარი კაშალოტი გამორიყა - გაინტერესებთ, რა უპოვნეს დახოცილ ვეშაპებს კუჭში?

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელზეც ორი მკვდარი კაშალოტია სანაპიროზე - ეს უზარმაზარი წყლის ცხოველი ოკეანემ ნაპირზე გამორიყა. მათ მუცელში კი პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენები აღმოჩნდა, რამაც სიკვდილი გამოიწვია.

მეცნიერები აქამდეც საუბრობდნენ იმ საფრთხეებზე, რასაც პოლიეთილენისა და პლასტმასის ნარჩენები უქმნის სამყაროს, თუმცა ახლა სტატისტიკა კიდევ უფრო საგანგაშოა. ყოველწლიურად მატულობს ამ ნარჩენებით დახოცილ არსებათა რიცხვი. დაბინძურებული გარემო ეკოლოგიის სრულ განადგურებას იწვევს. მკვლევარები მოსახლეობას მოუწოდებენ, გაუფთხილდნენ გარემოს და იზრუნონ იმ ცოცხალ არსებათა ჯანმრთელობაზე, რომლებსაც აღნიშნული ნარჩენები საფრთხეს უქმნის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100