სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეცნიერებმა აღმოაჩინეს პროდუქტი, რომელიც ფილტვის კიბოს კლავს, თუმცა მის გამოყენებას დიდი სიფრთხილე სჭირდება

მარშალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ფილტვის კიბოს სამკურნალო ახალი ინგრედიენტი იპოვნეს - ეს არის წითელ წიწაკაში შემავალი ინგრედიენტი კაპსაცინი.

თაგვებზე ჩატარებულმა ცდებმა აჩვენა, რომ კაპსაცინის დოზირებულმა მიღებამ ორგანიზმში კიბოს განვითარება შეანელა. ონკოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ ეს ალკალოიდი ხელს უშლის ფილტვების ადენოკარცინომის უჯრედების ზრდას სამი ადამიანის უჯრედის ხაზით და თითქმის მთლიანად კლავს მეტასტაზებს.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ კაპსაცინი ხელს უშლის ავთვისებიანი სიმსივნეების ზრდას და პარალელურად აქტიურად ზრდის ჯანსაღ უჯრედებს, ასევე ხელს უშლის სისხლძარღვებში დაავადებული უჯრედების გამრავლებასა და სხვა ქსოვილებში გავრცელებას.

ახლა მეცნიერები ცდილობენ გაიგონ, თუ როგორ უნდა მოახდინონ კაპსაცინის მედიკამენტებთან ადაპტირება. ამ მხრივ ერთადერთი სირთულე ალკალოიდების გვერდითი მოვლენებია, რომლებიც გამოხატულია დისკომფორტით. განსაკუთრებით გართულდება საქმე, თუ პრეპარატს ალერგიული ადამიანი მიიღებს, შესაბამისად ამ აღმოჩენას დიდი სიფრთხილით ეკიდებიან, რათა უახლოეს მომავალში კაპსაცინის შემცველობის წამალი მაქსიმალურად გათვლილი და უსაფრთხო იყოს ყველა ტიპის ორგანიზმისთვის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100