სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყავამ, შესაძლოა, ნაადრევი მშობიარობა გამოიწვიოს - მეცნიერების ახალი დასკვნა

ორსულმა ქალებმა არ უნდა დალიონ ყავა - ამ განცხადებას აშშ-ს ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მეცნიერები აკეთებენ. მათ ეს ინფორმაცია საზოგადოებას ფილადელფიაში ჩატარებულ ბოლო კონგრესზე გააცნეს.

როგორც ცნობილია, მეცნიერებმა გამოიკვლიეს 1200-ზე მეტი ქალი, რომლებიც აპირებდნენ ბავშვის გაჩენას. კერძოდ, მათ შეაფასეს კოფეინის რაოდენობა სისხლში და დაადგინეს, რამდენად ხშირად იყენებენ მასში შემავალ პროდუქტებს. მოგვიანებით მკვლევარებმა დაადგინეს, თუ როგორ გაიარეს ამ ქალებმა ორსულობის პერიოდი.

აღმოჩნდა, რომ დღეში თუნდაც ერთი ფინჯანი ყავის გამო, იზრდება ნაყოფის ჭარბი წონის რისკი, ხოლო უფრო მეტის მიღების შემთხვევაში ნაადრევი მშობიარობის საშიშროება ჩნდება. მეცნიერების აზრით, ყავა განსაკუთრებით საშიში ორსულობის პირველი რვა კვირის განმავლობაშია.

სამეცნიერო ნაშრომის ავტორები ვარაუდობენ, რომ მომავალი დედისთვის ყავის ნეგატიური მოქმედება შეინიშნება მისი მატონიზირებელი თვისებების გამო: იგი ზრდის წნევასა და გულისცემას, ეს კი რისკ-ფაქტორებია. მკვლევარებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ორსულებმა აუცილებლად უარი უნდა თქვან სასმელსა და ყველა კოფეინირებულ პროდუქტებზე მანამ, სანამ არ იმშობიარებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100