BBC: ფრანგმა ქირურგებმა პენისის ოპტიმალური სიგრძე განსაზღვრეს

საფრანგეთის ქირურგიის ნაციონალურმა აკადემიამ (l'Académie nationale de chirurgie) პენისის სიგრძის შესახებ ჩატარებული გამოკვლევის შედეგები გაავრცელა.

ძირითადად, მეცნიერები იმას სწავლობდნენ, თუ რა სიგრძის უნდა იყოს მამაკაცის სასქესო ორგანო, რომ იგი ნორმალურად ჩაითვალოს.

მეცნიერების განცხადებით, მათმა გამოკვლევამ უნდა დაამშვიდოს მამკაცთა ნაწილი, რომლებიც პლასტიკური ქირურგიის სპეციალისტებს ეძებენ, რათა სასქესო ორგანოს სიგრძე ხელოვნურად გაზარდონ. ფრანგი მეცნირების გამოკვლევით, ნორმალურად შეიძლება ჩაითვალოს პენისი, რომლის სიგრძეა: ჩვეულებრივ მდგომარეობაში 9-9,5 სმ-მდე, ხოლო ერეგირებულ მდგომარეობაში - 12,8-დან 14,5 სმ-მდე.

ამასთან, პენისის გარშემოწერილობის სიგრძის ნორმალურ ზომებად, შესაბამისი თანმიმდევრობით, მიჩნეულია 8,5-9 სმ და 10-10,5 სმ.

აკადემიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ „პენისის არასათანადო სიგრძის სინდრომმა, შესაძლოა, მძიმე ფსიქიკურ ტრავმამდე მიიყვანოს ადამიანი, მაშინ, როცა საგანგაშო არაფერია. ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი მამაკაცი მიმართავს პლასტიკურ ქირურგიას პენისის სიგრძის ხელოვნურად გაზრდის მიზნით და ამაში დამნაშავე ე.წ. გასახდელის სინდრომია“. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ქირურგიული ჩარევა ძალიან ბევრ რისკს შეიცავს და გამორიცხული არაა გვერდითი მოვლენებიც, მაგალითად ისეთი, როგორიცაა ერექციის მოშლა.

ქირურგიის ნაციონალური აკადემია საფრანგეთში 1731 წელს, მეფე ლუდოვიკო მეთხუთმეტემ დააფუძნა. ამ დროისათვის აკადემიის წევრია 500-ზე მეტი ქირურგი, რომლებიც სხვადასხვა სფეროების სპეციალიტები არიან.

კომენტარი