სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორ და რასთან ერთად უნდა მივირთვათ ღვინო, არაყი და კონიაკი

ღვინო...

როგორ დავლიოთ: ღვინის ერთხელ მოსმის შემდეგ, მსუბუქად შეაქანეთ ჭიქა და უსუნეთ, რათა შეიგრძნოთ ღვინის შეუდარებელი არომატი.

ღვინო მცირე ყლუპებით უნდა მოსვათ და ძალიან ნელა გადაყლაპოთ, რათა შეიგრძნოთ მისი გემოს იდეალურობა. ღვინის ბოკალი აუცილებლად მისი ფეხით უნდა დაიჭიროთ და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოკიდოთ ხელი მის მუცელს. წინააღმდეგ შემთხვევაში ჭიქაში არსებული სითხე გათბება და არომატსა და გემოს დაკარგავს.

რასთან ერთად მივირთვათ: ღვინის მტერი - პომიდორი, მისი მჟავიანობა სასმელის გემოს ცვლის. პომიდორთან ერთად მხოლოდ მჟავე ღვინის მირთმევაა დასაშვები.

მშრალი თეთრი ღვინო - იდეალურია სალათებთან, ზღვის პროდუქტებთან, ფრინველის ხორცისგან დამზადებულ კერძებთან, თევზეულის ცხელ სადილებთან, ღორის ხორცის ცივ კერძებთან.

ტკბილი თეთრი ღვინო - ღვიძლისგან დამზადებულ ძეხვეულთან, დესერტებთან და ხილთან.

მშრალი წითელი ღვინო - დაკონსერვებული ხორცისგან და ღორის ხორცისგან დამზადებულ კერძებთან, ყველთან. თუ ღვინო მსუბუქია, მაშინ მისი დაგემოვნება სალათებთან ერთადაც შეგიძლიათ.

ტკბილი წითელი ღვინო - დესერტებთან და ყველთან ერთად. ასევე შეგიძლიათ ამ ტიპის ღვინო საკვების მიღების შემდეგ მიირთვათ.

ოპტიმალური რაოდენობა - 330 მლ.

ვისკი...

როგორ დავლიოთ: ვისიკი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გააგრილოთ ხელოვნური გზით, იგი ოთახის ტემპერატურაზე უნდა იყოს შეგრილებული და უნდა მიირთვათ არც თუ ისე დიდი ყლუპებით.

რასთან ერთად მივირთვათ: ვისკი შეუდარებლად ერწყმის თევზულის ცივ და ცხელ კერძებს. ხორცისგან დამზადებული კერძებიც შეუდარებელია ამ სასმელისთვის.

ოპტიმალური რაოდენობა - 100 გ.

არაყი...

როგორ დავლიოთ: არაყი რაც უფრო ცივია, მით უფრო სასიამოვნო დასალევია. აუცილებელია, მისი ჭიქიდან ერთი დიდი ყლუპით მოსმა.

რასთან ერთად მივირთვათ: იდეალურია თევზეულისა და ხორცეულის როგორც ცივ, ასევე ცხელ კერძებთან.

ოპტიმალური რაოდენობა - 100 გ.

კონიაკი...

როგორ დავლიოთ: თავდაპირველად კონიაკის ბოკალი ხელში უნდა შეათბოთ, რათა მისი გემო და არომატი უფრო მეტად გაიხსნას და ამის შემდეგ შეგიძლიათ მიირთვათ.

რასთან ერთად მივირთვათ: კონიაკი შეგიძლიათ თევზეულის ცივ კერძებთან ერთად მიირთვათ, მაგრამ იგი იდეალური ვარიანტია საკვების მიღების შემდეგ თავის შესაქცევად. კონიაკი საუკეთესოდ ერწყმის სიგარას, ყავასა და შოკოლადს. არავითარ შემთხვევაში არ მირთვათ კონიაკი ლიმონთან ერთად. ლიმონის მჟავიანობა სრულიად უკარგავს აღნიშნულ სასმელს გემოსა და არომატს.

ოპტიმალური რაოდენობა: 100 გრამამდე

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100