რა უნდა მიირთვან მამაკაცებმა სექსის წინ?

გერმანელი მკვლევარები მამაკაცებს იმ პროდუქტების სიას სთავაზობენ, რომლებიც პოტენციის ზრდას იწვევს. ბერლინის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ის ბუნებრივი პროდუქტები შეისწავლეს, რომლებიც მამაკაცებს სექსუალურ ძალას მატებენ.

აღმოჩნდა, რომ ყველაზე ეფექტურია ვაშლი, ავოკადო, შოკოლადი და თევზი. საქმე იმაშია, რომ ვაშლი ფენილეტილამინს შეიცავს, რომელიც სიამოვნების შეგრძნებას ზრდის, ასევე აგარიდებთ ნერვიულობას, განმარტავს კვლევის ავტორი, დოქტორი ერიკ ბრეივმენი.

საკმარისია რამდენიმე წითელი ან მწვანე ვაშლი, რომ ინტიმურმა კავშირმა ინციდენტების გარეშე ჩაიაროს. რაც შეეხება ავოკადოს, ეს ხილი მდიდიარია ვიტამინი В6-ით. რომელიც ორგანიზმს ტესტოსტერონის გამომუშავებაში ეხმარება, ასევე არეგულირებს ფარისებრი ჯირკვალის მუშაობას.

თუმცა, ექპსერტები ამ ხილის მიღებას მამაკაცებს სექსის შემდეგ ურჩევენ. შავი შოკოლადი პოტენციის გაზრდისათვის საუკეთესოა, ასევე ფენილეტილამინს შეიცავს . თევზი კი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებეით. მეცნიერები მამაკაცებს ორაგულ, სკუმბრიასა და კალმახს ურჩევენ.

კომენტარი