სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საინტერესო ფაქტები სიზმრებზე

მსოფლიო საზოგადოების თითოეული წევრი ხედავს სიზმარს, მაგრამ ამ ფენომენალურ მოვლენაზე საკმაოდ ცოტა რამ ვიცით. რა არის სიზმარი? რატომ ვხედავთ მათ? შეგვიძლია თუ არა მათი კონტროლი? ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე ფაქტი სიზმრებთან დაკავშირებით, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ კითხვებზე პასუხის გაცემას ეცდებიან.

სიზმრები სწავლაში გვეხმარებიან...

თუ რაიმე გამოცდისთვის ემზადებით, მაშინ კარგი იქნება დასაძინებლად ადრე თუ დაწვებით და დილით ცოტაოდენ დროს გასამეორებლად მოიტოვებთ. როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერები ირწმუნებიან, თუ ღამით სიზმრებს ვხედავთ, მაშინ ეს ყველაფერი მეორე დღეს გონების შრომისუნარიანობას უწყობს ხელს.

ყველაზე გავრცელებული სიზმარი - ქმარი გღალატობთ!

ბრიტანელი მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში მონაწილეობა 5 ათასამდე ქალბატონმა მიიღო. მათი აბსოლუტური უმრავლესობა დაქორწინებული გახლდათ და სამთვიანი დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 85-მა პროცენტმა ერთხელ მაინც ნახა სიზმარი სადაც მეუღლე მათ ღალატობდათ. შედეგად კი შიშისა და გაურკვევლობის ფონზე იღვიძებდნენ. ქალბატონებო გახსოვდეთ, რომ სიზმარი არ არის რეალობა და ამის გულისთვის არ შეიძლება თქვენს მეორე ნახევარს უსაყვედუროთ.

ადამიანი ერთ ღამეში უამრავ სიზმარს ხედავს

აღსანიშნავია, რომ ადამიანი ერთ ღამეში უამრავ სიზმარს ხედავს, მაგრამ დილით, გაღვიძების შემდეგ შესაძლოა ერთიც კი აღარ ახსოვდეს და ეგონოს, რომ ღამე სიზმრის გარეშე განვლო. აუცილებელია ითქვას, რომ სიზმრის თითოეული ფაზა წინამორბედზე ხანგრძლივია, პირველი სიზმრის ხანგრძლივობა შესაძლოა იყოს ხუთი წუთი, უკანასკნელი სიზმრისა კი 45 წუთი. ამიტომ დიდია ალბათობა იმისა, რომ ადმაიანს მხოლოდ უკაანსკნელი სიზმარი დაამახსოვრდეს.

სიზმარს შესაძლოა გაღვძების შემდეგაც დაუბრუნდეთ

ადამიანი ხშირად ხედავს სასიამოვნო სიზმარს და გამოღვიძების შემდეგ გული წყდება ეს სიზმარი ბოლომდე რომ ვერ ჩაამთავრა. ექსპერტები კი ირწმუნებიან, რომ ადმაიანს ერთი და იმავე სიზმრის გაგრძელება შეუძლია, თუ გამოღვიძების შემდეგ პოზას არ შეიცვლის და იმავე სიტუაციაში განაგრძობს ძილს.

თუ ერთი და იგივე სიზმარს ხშირად ხედავთ, მაშინ თქვენი ქვეცნობიერი რაღაცის თქმას ცდილობს

თუ ერთსა და იმავე სიზმარს რამდენიმეჯერ ნახავთ, მაშინ უნდა შეძლოთ ამ სიზმრის აზრის ამოკითხვა. გავრცელებული შეხედულება, იმასთან დაკავშირებით რომ სიზმარი არაფრისმთქმელია არ არის სწორი. შესაძლოა სიზმარი უბრალოდ თქვენი ინტუიციითა და მოლოდინებით იყოს განპირობებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100