სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ამერიკელები მზად არიან iPhone-ის გამო უარი თქვან სექსზე

ერთ-ერთმა ამერიკულმა ანალიტიკურმა ვებ-გვერდმა საკუთარ მომხმარებლებს შორის გამოკითხვა ჩაატარა. მათ აინტერესებდათ, თუ როგორ მოქმედებდა iPhone ადამიანის ცხოვრებაზე, მათ შორის ისეთ ინტიმურ საკითხზეც, როგორიც სექსუალური ურთიერთობაა.

გამოკითხვის შედეგები კი ასეთია: გამოკითხულთა 25 პროცენტი რეგულარულად მოიხმარს საკუთარ სმარტფონს ჭამისა და მუშაობის დროს. 85 პროცენტი კი iPhone-ს ვერ თმობს აბაზანასა და საპირფარეშოში.

შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ხმების თანახმად, ახალი iPhone 6-ის ეკრანი წინამორბედებთან შედარებით საკმაოდ დიდი იქნება, ამას კი მწარმოებლები თავად სმარტფონის გაბარიტების გაზრდით მიაღწევენ. გამოკითხულთა 40 პროცენტი კი აღნიშნულ იდეას მხარს უჭერს.

გამოკითხულთა 15 პროცენტი თანახმაა უარი თქვას სექსუალურ ურთიერთობაზე საკუთარი სმარტფონის სანაცვლოდ, ოთხმა პროცენტმა კი აღიარა, რომ iPhone სექსის დროსაც კი გამოუყენებიათ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100