მეცნიერებმა დისნეის პერსონაჟები პორნოვარსკვლავებად შერაცხეს

მეცნიერების ახალმა კვლევებმა დაამტიკეცეს, რომ დისნეის პერსონაჟები ბავშვებზე ცუდ გავლენას ახდენენ. ისინი ბიჭუნებზე ისევე მოქმედებენ, როგორც პორნოფილმები ზრდასრულ მამაკაცებზე.

პორნოფილმებისა და დისნეის მულტფილმების პერსონაჟები სრულებით იდენტურად ცნეს.

პორნოფილმებიც და მულტფიმებიც ხორცს ასხამენ იმ მისწრაფებებს, რაც ნებისმიერ ადამიანსა თუ ბავშვს სურს რეალურ ცხოვრებაში. ზრდასრული მამაკაცები პორნოინდუსტრიის მეშვეობით იღებენ იმ სიამოვნებას, რასაც ვერ განიცდიან ცხოვრებაში. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, დისნეის პერსონაჟების უმრავლესობას ულამაზესი „ქალბატონები“ დახვეწილი სახეებითა და უნაკლო ხსეულებით წარმოადგენენ.

მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ რომანტიკული მულტფილმების სიყვარული, სამომავლოდ აუცილებლად გადაიზრდება პორნოფილმებისადმი ლტოლვაში. მოზარდები მსგავსი „ფილმებისადმი“ განსხვავებულ ინტერესს თორმეტი წლის ასაკიდან იჩენენ.

სწორედ ამიტომ, სწავლულები მშობლებს ურჩევენ უარი თქვან დისნეის მულტიპლიკაციურ ფილმებზე და უპირატესობა ზღაპრებს მიანიჭონ.

კომენტარი