მწვანე ფერი და მასთან დაკავშირებული საინტერესო ფაქტები

ყველასთვის კარგად არის ცნობილი, რომ მწვანე ფერი ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ფსიქოლოგები აღნიშნავენ, რომ თუ ადამიანს სურს სიმშვიდე შეინარჩუნოს და ამავდროულად სამუშაო გარემოც შეიქმნას, მან რაც შეიძლება მეტი მწვანე ფერის ნივთი უნდა შემოიკრიბოს გარშემო.

მწვანე ფერი ადამიანში დადებით ემოციებს იმიტომ იწვევს, რომ სწორედ მწვანე ფერი ასოცირდება ადამიანისთვის ბუნებასთან, სიცოცხლესთან და რაიმე სიახლესთან.

მწვანე ფერი ადამიანის ენერგიულობასა და შრომისუნარიანობას იწვევს, ამ ყოველივეს მტერი კი რუხი და ნაცრისფერია. ეს ფერები დეპრესიასთან არის დაკავშირებული და ადამიანში ნეგატიურ განწყობას იწვევს.

ფსიქოლოგები გირჩევენ, საძინებელი ოთახების გასაფორმებლად უპირატესობა მწვანე ფერს მიანიჭეთ. მეცნიერები ირწმუნებიან, რომ აღნიშნული ფერი აწესრიგებს ადამიანის სასუნთქ სისტემას, ხელს უწყობს ჯანსაღ ძილს და დადებით განწყობას.

კარგი იქნება შინ ინტერიერისა და საერთო დიზაინის შერჩევისას უარს თუ იტყვით შავსა და წითელ ფერებზე. ამ ტონალობებს ყავისფერი და იასამნისფერი ჩრდილებიც ემატება. ფსიქოლოგები ირწმუნებიან, რომ სწორედ ფერთა აღნიშინული პალიტრა მოქმედებს განწყობაზე უარყოფითად და ხშირ შემხთვევაში დეპრესიასაც იწვევს.

კომენტარი