სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თომას მანი, მისმა შემოქმედებამ თაობები აღზარდა...

ალბათ არ მოძებნება მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში მწერალი,რომელსაც იმდენი დაეწეროს თავისსავე ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, რამდენიც თომას მანსა აქვს დაწერილი.

ის 1875 წლის 6 ივნისს გერმანიის ქალაქ ლიუბიკსში დაიბადა. მსოფლიო აღიარება სიცოცხლეშივე ჰპოვა. „ნობელის პრემიის ლაურეატი, გარემოსილი თანამედროვეთა პატივისცემითა და აღტაცებით, დიდი ოჯახის ბედნიერი მამა“ - ეს არის თომას მანის ძუნწ შტრიხებში მოხაზული პორტრეტი.

ჩემი წიგნები ''საშინლად გერმანულია''-წერდა მანი, მართლაც მისი შემოქმედება გერმაული ფილოსოოფიით, გერმანული ყოფითი ცხოვრებით არის გაჟღენთილი.

მკითხველის გაოცებასა და აღფრთოვანებას იწვევდა მწერლის უნარი შეერიგებინა “პოეტური აღტკინება, ინტელექტუალურობა და ყველაფერი მიწიერისადმი და უბრალო ცხოვრებისადმი სიყვარული.”

1929 წელს თომას მანს მიანიჭეს ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, რომანისათვის “ბუდენბროკები”. სწორედ ბუდენბროკები გახდა ტრამპლინი მის კარიერაში, ამ ნაწარმოების გამოქვეყნებამდე თომას მანი თავის ქვეყანაში ასე თუ ისე სახემოხვჭილი მწერალი გახლდათ, მაგრამ ბუდენბროკების შემდეგ იწყება მისი საყოველთაო წარმატება და აღიარება. როგორც ცნობილია, მწერალს გულისსიღმეში სჯეროდა, რომ ქმნიდა წიგნს რომელზეც თაობები გაიზრდებოდნენ და ასეც მოხდა ერთ-ერთი კრიტიკოსის სიტყვებით ''ეს არის წიგნი რომელიც აღზრდის თაობებს''

თომას მანის გენიალობა მის ცნობილ ფრაზებშიც კარგად ჩანს:

„რაც არა ხარ, რისი ძალაც არ შეგწევს და რაც არ გაგაჩნია, სწორედ იმას შეჰყურებ ნაღველგარეული შურით, შურით, რომელიც სიყვარულად იქცევა იმის შიშით, რომ სიძულვილად არ იქცეს.“

„ლოდინში დრო ჭიანურდებაო, ამბობენ, მაგრამ სიმართლე თუ გნებავთ, ლოდინში დრო მოკლდება კიდეც, რადგან დროის უზარმაზარ მასას ისე ნთქვას კაცი, რომ სრულიად არ იყენებს და მისით არ სულდგმულობს.“

„კარგი ნაწარმოები მხოლოდ დუხჭირი ცხოვრების უღელქვეშ იქმნება, ვინც ცხოვრობს ის არ მუშაობს და კაცმა, რომ თქვას, უნდა მოკვდე, თუ გსურს ჭეშმარიტი შემოქმედი იყო“

„დრო – ფასდაუდებელი ძღვენია, რაც გვეძღვნება იმისთვის, რომ მასში გავხდეთ უფრო ჭკვიანი, უკეთესი და სრულყოფილი.“

„როცა მამაკაცი იმიტომ ტირის, რომ თქვენ მისი დანახვაც არ გინდათ, ეს სრულებითაც არაა სასაცილო.“

„ადამიანთა ვალია სხვისი გრძნობები დააფასონ.“

„ცხოვრება ჩვენში ისე ანადგურებს რაღაც გრძნობებს, რომ რწმენასაც კი გვირყევს.“

ეს ფრაზები სწორედ თომას მანის შემოქმედებიდანაა ამოკრეფილი.

არაერთი უკვდავი ნაწარმოების ავტორი, ნობელისა და გოეთეს პრემიების მფლობელი და 6 შვილის მამა, თომას მანი 80 წლის ასაკში, 1955 წლის 12 აგვისტოს ციურიხში გარდაიცვალა . სიცოცხლის ბოლო წლებში ის საყოველთაო პატივითა და დიდებით იყო მოსილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100