უცნაური გენიოსი, რომელიც ვაჟიშვილად მოკვდა

ლუი ლაგრანჟი: ნიუტონი უდიდესი გენიოსია, რომელიც კი ოდესმე გაჩენილა ამქვეყნად ”.

ისააკ ნიუტონი - ინგლისელი მათემატიკოსი, ფიზიკოსი, ალქიმიკოსი, ასტრონომი და ფილოსოფოსი. მის მეცნიერულ მიღწევათა შორის მთავარია ნაშრომი “ნატურალური ფილოსოფიის მათემატიკური საწყისები”, სადაც ის მსოფლიო მიზიდულობას აღწერს. ნიუტონი პირველი იყო, ვინც ჩამოაყალიბა დედამიწის და პლანეტების მოძრაობის მმართველი ძალთა შესახებ ბუნების კანონთა მთელი წყება და მასვე ეკუთვნის კეპლერის კანონების მათემატიკური ანალიზი, რომელშიც ამტკიცებს, რომ ციური სხეულები მოძრაობენ ორბიტაზე. მანვე აღმოაჩინა, რომ ფერთა სპექრტი თეთრი სინთლის სხივის პრიზმაში გავლისას თვით თეთრ სინათლეს ეკუთვნის და პრიზმის დანამატი არაა.. ამტკიცებდა, რომ სინათლე ნაწილაკებისგან შედგება.

მართალია გენიოსი იყო, მაგრამ სკოლის დაწყებით კლასებში ის არც ისე მონდომებით სწავლობდა. სიტუაცია მას შემდეგ შეიცვალა, რაც კლასის ერთ-ერთმა ფრიადოსანმა მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ამის შემდეგ მომავალმა მეცნიერმა შეუდარებელი ნიჭი გამოავლინა სწავლაში. თუმცა მალევე გამოვიდა სკოლიდან, რადგან იმედოვნებდა, რომ წარმატებული ფერმერი გახდებოდა.

ისააკი არასდროს ყოფილა დაქორწინებული, ცნობილია, რომ იგი ვაჟიშვილი იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ნიუტონი ღრმადმორწმუნე პიროვნება იყო, მაინც არ სჯეროდა სატანის და წმინდანების. დიდი შიში ჰქონდა ბიბლიის მიმართ. გაცილებით მეტი რელიგიაზე აქვს დაწერილი, ვიდრე მეცნიერულ სფეროში.

ისააკ ნიუტონი ერთი წლის განმავლობაში მოღვაწეობდა პოლიტიკაშიც. როგორც ცნობილია, ნიუტონი ლორდების პალატის წევრი იყო. ის სხდომებს რეგულარულად ესწრებოდა, თუმცა იმით გამოირჩეოდა, რომ სულ ჩუმად იჯდა და სიტყვით არ გამოდიოდა. მთელი პოლიტიკური მოღვაწეობის მანძილზე, გამოთქვა ერთადერთი აზრი. მან თავისთან ახლო მდგომ კარის კაცს სთხოვა დაეხურა ღია ფანჯარა, რომელიც დახატული იყო.

ცხოვრების ბოლო წლებში ისააკ ნიუტონი ღვთისმეტყველებამ გაიტაცა დასიცოხცლის უკანასკნელ წლებში წიგნის წერა დაიწყო(ყველასგან საიდუმლოდ). ის ამ წიგნს ყველაზე მნიშვნელოვან ნაშრომად მიიჩნევდა. იგი თვლიდა. რომ ეს წიგნი ადამიანთა მომავალს მნიშვნელოვნად ‘’საკეთილდღეოდ’’ შეცვლიდა. თუმცა ბედის ირონიით ამ ნაშრომმა დღის სინათლე ვერ იხილა. ნიუტონის საყვარელმა ძაღლმა სანთელი გადმოაყირავა და ნიუტონის სახლში ხანძარი გაჩნდა. მართალია სახლი დაწვას გადაურჩა მაგრამ ნაშრომის გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ ფაქტზე ისააკმა თქვა ‘’ხელნაწერები არ იწვიან!’’ ისინი იწვიან და მერე როგორ!

ხანძრიდან მალევე 1727 წლის 20 მარტს ინგლისელი გენიოსი სიცოცხლეს გამოესალმა. დღეს მისი გარდაცვალებინდან 286 წელი გავიდა.

კომენტარი