სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული სიყვარულის კიდევ ერთი ამბავი

დაინახა და შეუყვარდა. ჰო ერთი ნახვით. სახელიც არ იცოდა მისი. ეს მოხდა თბილისში, რუსთაველის გამზირზე. თბილისში ახლად ჩამოსული ნიჭიერი, ახალგაზრდა პოეტი სიმონ ჩიქოვანი მეგობრებთან ერთად რუსთაველზე სეირნობდა როცა სილამაზით განთქმული სუსანა ელიავა და მისი და მარიკა დაინახა. მეგობრებს მიუბრუნდა და გოგონების ვინაობა იკითხა.

-სუსანაა უპასუხა ძმაკაცმა მთელი თბილისის ბიჭების სატრფიალო ობიექტი.

-არა მე მის გვერდით მდგომის ვინაობა მაინტერესებს მიუგო პოეტმა...

-მისი და მარიკაა.

-მიყვარს! ყველას გასაოცრად თქვა სიმონმა. გაოცებული მეგობრების მზერას პასუხად მომდევნო ფრაზა -მე მას ცოლად შევირთავ! - შეაგება.

ის ხომ არისტოკრატიული ოჯახის შვილია,''ჩატეხილი ხიდის'' არსებობის ახსნას ცდილობდნენ მეგობრები, თუმცა ახალგაზრდა პოეტს გადაწყვეტილებას ვერაფერით აცვლევინებდნენ.

-სიმონ, მოგვისმინე ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ქალაქში ყველამ იცის, რომ ეგ გოგო ავადმყოფია, რად გინდა ავადმყოფ ქალს დაუკავშირო ცხოვრება?

-თავი დამანებეთ, რაც არ უნდა მითხრათ, გადაწყვეტილებას ვერ შემაცვლევინებთ!-იყო პასუხი.

მარიკა მართლაც ავადმყოფობდა, სუსტი ფილტვები ჰქონდა. მაგრამ ეს რა მოსატანია ერთი ნახვით შეყვარების სასწაულთან...

სიმონმა დაამტკიცა, რომ ეს დროებითი ახირება არ იყო. მთელი შვიდი წელიწადის განმავლობაში დაუღალავად ცდილობდა საყვარელი ქალის გულის მონადირებას.

ერთ დღეს სამწუხარო ამბავი შეიტყო: მარიკა საავადმყოფოში დაეწვინათ. იმ წამსვე თავქუდმოგლეჯილი გაიქცა მიჯნურის ამბის გასაგებად. ავადმყოფი სატრფოს ფანჯრებთან ათენებდა და აღამებდა, უგზავნიდა ყვავილებს და მხოლოდ მარიკასთვის განკუთვნილ ახალ-ახალ ლექსებს.

პოეტებს ჩვევიათ მუზების გამოგოგნება, არარსებულ ქალზე წერა, სიმონი კი მხოლოდ მარიკას უძღვნიდა სატრფიალო სტროფებს. საერთოდ, სიმონ ჩიქოვანის პოეზიაში სატრფიალო ლექსები იმ დღიდან გაჩნდა, რუსთაველზე ერთი ნახვით, რომ შეუყვარდა...

''მსურს, მოვიდე და სიყვარულით მოგეალერსო,

ეგებ ამ გრძნობას სიჩუმეში შენაც მოელი.

მაგრამ რა გიყო, შენ მძიმე ხარ ჩემი ლექსივით

და ამავე დროს ტაიტივით მიუწვდომელი.''

-როგორ ჰყვარებიხარ, ნუთუ შენი გული არაფერს გრძნობს ამ უზომოდ შეყვარებული ადამინის მიმართ? ჰკითხა მარიკას მის პალატაში მწოლიარე გოგონამ.

-ქვის გული კი არ მაქვს... ღიმილით მიუგო მარიკამ. - მაგრამ ზოგჯერ ისე უცნაურად იქცევა, ბრაზი მომერევა და გადავიფიქრებ ხოლმე მასზე გათხოვებას.

-მაინც რას აკეთებს ასეთს?

-უცნაურად იქცევა! ზოგჯერ უწინდებოდ დადის. შუა ზამთარში კი უპალტოოდ. ჰო მხოლოდ კაშენს მოიხვევს და ამაყად მოაბიჯებს თითქოს თოვლს და ყინვას ვერ ამჩნევს.

ეჰ... შემჩნევით კი ამჩნევდა, მაგრამ არ იმჩნევდა. სხვა გზა არ ქონდა... არც გზა და არც... პალტო...

23 წლის მარიკა და 30 წლის სიმონი დაოჯახდნენ. მარიკა ძალიან მზრუნველი მეუღლე აღმოჩნდა. პირველ რიგში სიმონისთვის პალტოს შეძენაზე იზრუნა.

ცოლ-ქმარს განსხვავებული ხასიათი აღმოაჩნდა, ერთმანეთს ავსებდნენ. სიმონი ფეთქებადი იყო, მაგრამ წყენა მალე გადაუვლიდა ხოლმე. საოცრად მიმტევებელი იყო. მარიკა უფრო გაწონასწორებული ბუნებისა გახლდათ, მაგრამ უფრო მტკიცე და შეუვალი.

შვილი არ მიეცათ, მაგრამ მარიკას ძმის შვილი იშვილეს. 5წლის ნიკას მშობლები რეპრესიებს ემსხვერპლნენ... სიმონი და მარიკა ღვიძლი დედ-მამასავით ზრდიდნენ და ზრუნავდნენ პატარაზე.

გადიოდა წლები. დროს სიმძიმე მოქონდა. ორივეს უმტყუნა ჯანმრთელობამ. 1962 წლის აგვისტოში მარიკას აღმოაჩნდა ავთვისებიანი სიმსივნე. მარიკას კრიზისული მდგომარეობის დროს, დიაბეტით დაავადებული სიმონის მხედველობა კატასტროფულად გაუარესდა – იგი დაბრმავდა.

-მომეჭიდე, აი ასე. - ეუბნებოდა თვითონ დასახმარებელი ცოლი ქმარს და ოთახებში დაატარებდა. სეირნობნენ... დიდი გრძნობის კიდევ ერთი სასწაული იყო, რომ ასეთი მძიმე ავადმყოფი ქალი უსინათლო ქმარს მარტოდმარტო უვლიდა.

''უფლება არ მაქვს დავძაბუნდე. უნდა ძლიერი ვიყო! მე სიმონს ვჭირდები.'' შეუძახებდა ხოლმე საკუთარ თავს ქალი და უკურნებელ სენს ჯობნიდა. დიახ სასწაულების მოხდენა ძალუძს სიყვარულს!...

ასე დიდხანს ვერ გაგრძელდებოდა მალე ტკივილები გაუსაძლისი გახდა...

სიმონს დიაბეტი ქონდა და სწორედ სaყვარელ მეუღლეზე დარდმა წაართვა თვალის ჩინი.

ერთად იყვნენ და დარდს ერთად უმკლავდებოდნენ.დასხდებოდნენ გვერდიგვერ და რადიოს უსმენდნენ. ან სიმონის ლექსებს კითხულობნენ ხმამაღლა. მისი ლექსები ზომ ერთ ქალს ეძღვნებოდა- მარიკას!...

''შენა ხარ ჩემი ახალგაზრდობა და მომავალი სიბერის წლები...''

'' ერთად ვიყავით ჩვენ ყოველთვის ერთად ვიყავით,

სინამდვილეა, არ გეგონოთ არვის იგავი...

დაფნა რად გვინდა, გავეხვიოთ ცივ სუდარაში

და როს მოვკვდებით,მოვთავსდებით ერთად კუბოში...''

ერთმანეთზე ზრუნვისთვის ცოცხლობნენ, მაგრამ სიცოცხლე ადრე თუ გვიან მთავრდება...სიმონი გარდაიცვალა.

მარიკამ მკურნალობაზე უარი განაცხადა.მისთვის სიცოცხლებ ფასი დაკარგა. 2წელიწადში ისიც გარდაიცვალა. სიკვდილის წინ კი ითხოვა:

- ანდერძად გიბარებთ: ჩემი სხეული დაწვით და ფეფლი სიმონის საფლავზე მოაბნიეთ...

ასეც მოიქცნენ...ახდა წინასწარმეტყველება: ''და როს მოვკვდებით, მოვთავსდებით ჩვენ ერთ კუბოში!...''

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100